- იჩკერიის და დაღესტნელ ხალხთა კონგრესი (იდხკ)
- ინტეგრისტული მიმართულების უმსხვილესი გასამხედროებული რელიგიურ-პოლიტიკური ისლამური ორგანიზაცია ,,იჩკერიისა და დაღესტნელ ხალხთა კონგრესი”, რომელიც ძირითადად მოქმედებს ჩეჩნეთის ტერიტორიაზე, დაარსდა 1997 წლის ბოლოს. გაერთიიანებას სამხედრო-პოლიტიკური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში დახმარებას უწევდნენ ისლამური სამყაროს რიგი გავლენიანი ცენტრები. იდსკ-ს პროგრამა გათვლილი იყო დროის ხანგრძლივი პერიოდისათვის და მოიცავდა პირველადი და შემდგომი ეტაპების ამოცანებს. პირველ ეტაპზე იგეგმებოდა დაღესტნის რესპუბლიკის გამოსვლა რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის შემადგენლობიდან (როგორც პოლიტიკური ასევე სამხედრო საშუალებებით) და მის ტერიტორიაზე სამხედრო-თეოკრატიული სახელმწიფოს დაარსება (,,დაღესტნის ისლამური ემირატი” - ავღანური სცენარის მიხედვით), რომელიც უნდა განხორციელებულიყო XX საუკუნის კავკასიის ომის რეანიმაციური კონცეფციის ჩარჩოებში. შემდგომი ეტაპის ამოცანად ითვლებოდა ერთიანი სახელმწიფოს (იმამატის) შექმნა ჩრდილოეთ კავკასიის ისლამური თემის (უმა) სხვა ტერიტორიებზე (ინგუშეთი, ყაბარდო-ბალყარეთი, ჩრდილოეთ ოსეთი - ალანია, ყარაჩაევო-ჩერკეზეთი, ადიგეა და აფხაზეთი). ყველა ეტაპზე გაერთიანების სამხედრო-პოლიტიკური ექსპანსიის მთავარ ბაზად მიჩნეული იყო ჩეჩნეთი. დაგეგმილი ამოცანების განსახორციელებელ საჭირო ძალას წარმოადგენდა კონგრესის შემადგენლობაში არსებული სამხედრო ფორმირებები. მმართველი ორგანოები: კონგრესის მთავარ მმართველ ორგანოს შეადგენდა მეჯლის აშ-შურა (ისლამური საბჭო), რომელიც მოქმედებდა კოლეგიალურ საფუძველზე და ორგანიზაციის წევრები იყვნენ ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების გავლენიანი პოლიტიკოსები და საველე მეთაურები, რომლებიც იზიარებდნენ იდსკ-ს საპროგრამო ამოცანებს. 1999 წ. მეჯლისის შემადგენლობაში შედიოდნენ: ადალო მუხამედი (ალიევი) - თავმჯდომარის მოადგილე; ალიხაჯიევ ხაჯი; ანასოვ სოლტანფაშა; ბაგაუტდინ უმარი (მაგომედოვი); შამილ ბასაევი - თავმჯდომარე; ასლმბეკ ისლმაილოვი; ტოლგად ისმაილოვი; მუსა მუსაევი; აბდულა პარკუევი; მოვლადი უდუგოვი; ისა უმაროვი - უშიშროების საბჭოს მდივანი; ახმედ ჰატაბი - შეიარაღებული ფორმირებათა შტაბის უფროსი; ნადირშაჰ ხაჩილაევი; ზელიმხან იანდარბიევი. ისდკ-ს კოლექტიურ წევრებად ითვლებოდნენ: კონგრესი ,,ისლამური ნაცია”; ისლამური სოლიდარობის ორგანიზაცია ,,კავკასიური სახლი”; ერთიანი კავკასიის ისლამური ორგანიზაცია; დაღესტნის ისლამური მოძრაობა; კავკასიელ ხალხთა კონფედერაცია; მოძრაობა ,,ყაზი კომუხი”; რუსულ საერთოეროვნული კულტურული ცენტრი ,,იაშილ იოლი”; პარტია ,,ნახბატი”; პარტია ,,ჯამაათ ალ-მუსლიმი”; ორგანიზაცია ,,თავისუფალი სვანეთი.” გაერთიანების მაკოორდინირებელ ორგანოდ ითვლებოდა უშიშროების საბჭო. კონგრესის შემადგენლობაში ასევე შედიოდა სამხედრო საბჭო და ,,დაღესტნის განმათავისუფლებელი შტაბი” (სტრუქტურა რომელიც კოორდინირებდა კავშირს ჩეჩნურ-აკინურ ორგანიზაციასთან). 1998 წ. დასაწყისში კონგრესის შემადგენლობაში ჩამოყალიბდა ,,დაღესტნის ილამური შურა”, რომელიც ძირითადად აერთიანებდა ისლამური ინტეგრისტული მიმართულების მქონე ისლამური ჯამაათის წარმომადგენლებს და ასევე რამდენიმე ტრადიციული მიმართულების მქონე იმამებსა და ალიმებს. შურას შემადგენლობაში შედიოდა მახაჩკალის, ბუინაკსკის, ყიზილ-იურტის, ხასავიურტის და მთიანი დაღესტნის 15 რაიონის 40-ზე მეტი წარმომადგენელი (მათ რიცხვში ახვავის, ბუთლიხის, ბუინაკსკის, კარაბუდაჰკენის, მოვოლაკსკის, უნცუკულსკის, ხუნძაკის, ცუმადინის რაიონები). ორაგნიზაციის თავმჯდომარე იყო აბურახმან მაგომედოვი. 1999 წ. აგვისტოს შურის საფუძველზე ჩამოყალიბდა დაღესტნის დროებითი ისლამური მთავრობა. მის შემადგენლობაში შედიოდნენ: სირატჯედინ რამაზანოვი (მთავრობის თავმჯდომარე, სამხედრო და შინაგან საქმეთა მინისტრი), ბაგაუტდინ მაგომედოვი, ადალო ალიევი, მაგომედ ტაგაევი (ინფორმაციის მინისტრი). კონგრესის იდეოლოგიურ მხარდაჭერას უზრუნველყოფდნენ ალიმების საბჭოს რელიგიური ავტორიტეტები - ალიმ შეიჰ აბდულა (პაკისტანი), შეიჰ აბდულ ომარი, აბდულ რახმანი (საუდის არაბეთი), ძმები ანვარ და ახმედ შიშანი და ხამზად შიშანი (იორდანია), ტაიფურ ალდარხანოვი (დაღესტანი). შეიარაღებული ფორმირებების გენეზისი: 1997-2001 წ.წ. ისდკ-ს შეიარაღებული ფორმირებანი მოქმედებდნენ სხავადსხვა სახელწოდებების ქვეშ, მ.შ. ,,ჩეჩენ და დაღესტნელ ხალხთა შურის შეიარაღებული ძალები”, ,,ისლამური სამშვიდობო არმია” (11.08.1999 წლიდან), ,,დაღესტნელი მოჯაჰედების გაერთიანებული სარდლობა”, ,,ისლამური მმართველი ძალის გაერთიანებული სარდლობა”, ,,ჩეჩენი და დაღესტნელი ხალხის მეჯლისის სამშვიდობო ძალები”, ,,დაღესტნის ისლამური არმია.” შეიარაღებული ფორმირებების ბირთვს წარმოადგენდა ბატალიონი ,,ჯამაათ ალ-ისლამი”. ბატალიონი შეიქმნა ჩეჩნეთის რესპუბლიკა - იჩქერიის პრეზიდენტ დუდაევის ბრძანებით, რათა დაარსებულიყო კავკასიელი კამიკაძეების ფორმირება (ბრძანების \#016, 1995 წლის 20 მარტი). ბატალიონის ფორმირება დამთავრდა 1995 წლის ბოლოს. საბაზო რაიონს წარმოადგენდა მაკხეტი-ხატუნი-კიროვ-იურტის დასახლებული პუნქტი. მის შემადგენლობაში შედიოდნენ ადგილობრივი ახალგაზრდობა, ავღანეთში მებრძოლი არაბი ვეტერანები და სხვადასხვ ჩეჩნურ ფორმირებათა მებრძოლები. ბატალიონის მეთაური იყო ჰაბიბ აბდელ რახმანი (ანუ იგივე ჰატაბი). ბატალიონის ფინანსურ უზრუნველყოფას ახორციელებდა საერთაშორისო ისლამური დახმარების ცენტრი. 1996 წ. შემოდგომისთვის ბატალიონის შემადგენლობაში შედიოდა 500-მდე მებრძოლი, მ.შ. 80 უცხოელი (25 არაბი, 7 თურქი და დანარჩენები პაკისტანელები და ავღანელები). ამასთან, 1995-96 წ.წ. ჩეჩნეთის ტერიტორიაზე შეიქმნა მონათესავე შეიარაღებული ფორმირებები, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა საომარ მოქმედებებში. მათ რიცხვში შედიოდნენ: ,,ხალიფ რაშიდის მებრძოლები” (ძირითადად წარმოშობით იემენელები ექვემდებარებოდნენ უშუალოდ მასხადოვს); ,,აბდელ-კადერის ძალები” (ძირითადად ალჟირელები, ექვემდებარებოდნენ ბასაევს); ,,ავღანელი მოჯაჰედინების ბატალიონი” (ისლამური განთავისუფლების პარტიის შეიარაღებულ ფორმირებათა წევრები, მოქმედებდნენ რადუევის დაჯგუფებებთან ერთად). 1996 წლის გაზაფხულზე ჩეჩნეთის რესპუბლიკა - იჩქერიის ვიცე-პრეზიდენტ ინადარბიევის ბრძანებით ჩერნორეჩიეს დასახლებულ პუნქტებში: ალდსა და ძველ სუნჯაში, შეიქმნა ,,ისლამური სამხედრო ჯგუფები”, წარმოდგენილი 10-15 მებრძოლით. თითოუელ შენაერთში შედიოდნენ ჩეჩნები - ნაქშბანდიისა და კადირიას სუფიტური ორდენების მიურიდები. ყველა ჩამოთვლილი დაჯგუფება აგრძელებდა მოღვაწეობას საომარი მოქმედებების პირველი პერიოდის დამთავრების შემდეგ, 1996 წელს. შემდეგ პერიოდში მოხდა მათი რეორგანიზაცია და ისინი სტრუქტურულად შეუერთდნენ შამილ ბასაევის ფორმირებებს და 1998 წლიდან მიიღეს კონგრესის ოფიციალური ფორმირების სტატუსი. ფინანსირება-უზრუნველყოფა: შეიარაღებულ ფორმირებათა ფინანსირებასა და ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფდნენ არასამთავრობო რელიგიურ-პოლიტკური ორგანიზაციები, კერძო ფონდები და ცალკეული პირები (პოლიტიკური მოღვაწეები და მეწარმეები), რომლებიც მოღვაწეობდნენ აღმოსავლეთის ქვეყნებში (საუდის არაბეთი, კატარი, კუვეიტი, სირია, იორდანია, პაკისტანი, თურქეთი, ლიბია, ლიბანი, ალჟირი, მალაიზია). 1999 წლამდე დაფიქსირებული იყო რუსეთის ცალკეული ფინანსური ოლიგარქების მხარდაჭერა. შეიარაღებულ ფორმირებათა დაფინანსებაზე მიდიოდა ზნაურის რაიონში კუსტარულად მოპოვებული ნავთობის რეალიზაციის მოგების 30%, რომლის ნაწილიც საქართველოშიც შემოდიოდა. სურსათით უზრუნველყოფა ხორციელდებოდა ადგილობრივი კომერციული სტრუქტურებიდან და მოსახლეობიდან შესყიდული პროდუქტების ხარჯზე. საწვავ-საპოხი მასალებს ღებულობდენენ ბასაევის შეიარაღებული ფორმირებებიდან, რომლებიც ფინანსირდებოდა ჩეჩნეთის რესპუბლიკა - იჩქერიის ბიუჯეტიდან. კონგრესის შეიარაღებულ ფორმირებათა ზოგიერთი მებრძოლები თვითდაფინსანებაზე იმყოფებოდნენ ორგანიზაციულ დანაშაულებათა ჯგუფებში მონაწილეობის წყალობით (პროფილი - მძევლების აყვანა გამოსასყიდის მიზნით, რეკეტი და ა.შ.). ჩეჩნეთის რესპუბლიკა - იჩქერიის შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები უზრუნველყოფდნენ უცხოელი მოხალისეების ლეგალიზაციას, გასცემდნენ რა მათზე ფალსიფიცირებულ პასპორტებს. საგარეო კონტაქტები: ისდკ-ს შეიარაღებულ ფორმირებებს ძორითადად კონტაქტები ჰქონდათ ისლამურ სამყაროში მოქმედი საზღვარგარეთის არასამთავრობო და პოლიტიკურ გაერთიანებებთან. ამ ორგანიზაციების ფარული მოკავშირეები იყვნენ რიგი სპეცსამსახურების თანამშრომლები, მათ შორის თურქეთის სამხედრო დაზვერვა (MIT), პაკისტანის უწყებათაშორისი დაზვერვა (ISI), კატარის სადაზვერვო სამსახური ,,მუხაბარატი”. ისდკ-ს სამოქმედო ტერიტორიები, ორგანიზაციული და საინფორმაციო პროპაგანდისტული სტრუქტურები გამოიყენებოდა საზღვარგარეთის ანალოგიური სტრუქტურების მიერ ჩრდილოეთ კავკასიის გარკვეულ რეგიონებში, რუსეთის ფედერაციის ვოლგისპირეთში (თათარსტანსა და ბაშკირეთში), ცენტრალურ აზიაში (ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი) მისიონერული საქმიანობის განსახორციელებლად. 1998 წლის ივნისსა და 1999 წლის აპრილში ისდკ-ს მიერ განხორციელდა მოსამზადებელი ღონისძიებანი ,,ისლამური სამშვიდობო ლეგიონის” მებრძოლების გასაგზავნად კოსოვოში, რათა მათ მიეღოთ მონაწილეობა საომარ მოქმედებებში ალბანელი სეპარატისტების მხარდასაჭერად. უფრო ადრე, ისდკ-ს მოქმედ ობიექტებზე ასევე ხორციელდებოდა მებრძოლთა მომზადება ბოსნიაში, ტაჯიკეთსა და საქართველოში გასაგზავნად. შეიარაღებულ ფორმირებებს ჰქონდათ არაოფიცილაური კონტაქტები უკრაინის რადიკალური ორიენტაციის ორგანიზაციებთან.Source: მაისაია ვახტანგ. თანამედროვე ისლამის როლი მსოფლიო გეოპოლიტიკაში: (რეგიონული პროცესების მაგალითზე), – ფრიდრიხ ებერტის ფონდი
Georgian encyclopedia. 2013.